საოჯახო ოთახი

სასტუმრო ილიანი გთავაზობთ საოჯახო ოთახების 2 ტიპს:

ა) საოჯახო ოთახი აივნით:

ნომერში დგას 1 ორადგილიანი და 2 ერთადგილიანი საწოლი და შესაძლებებლია 4-5 ადამიანის განთავსება ერთდროულად.

ბ) საოჯახო ოთახი ბუხრით:

საოჯახო ოთახის ლუქს კატეგორიის ნომერი შედგება ორი ოთახისგან: მისაღები და საძინებელი ოთახებისგან.

ნომრში დგას კომფორტული 2 ორადგილიანი და 2 ერთადგილიანი საწოლი, შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს 5-6 ადამიანი.

ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს საკუთარი ბუხარი.

ამ სართულზე მდებარეობს გახსნილი ტერასა, რომელზედაც შეიძლება მოეწყოს საქმიანი შეხვედრები, აგრეთვე მეგობრული საღამოები. ამ ტერასიდან მოჩანს სასტუმრო ილიანის კოხტა ბაღი.

როგორც ყველ სხვა კატეგორიის ოთახებში, საოჯახო ოთახებშიც არის  გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემა, უფასო WI-Fi ინტერნეტი, პლაზმური ტელევიზორი მინიბარი, ჩაისა და ყავის სერვისი.

სააბაზანო ოთახებს გააჩნია ყველა საჭირო მოწყობილობა.

ნომრები გამოირჩევა კარგი დაგეგმარებით, არიან დიდი, მაღალჭერიანი და ნათელი.