სასტუმრო ილიანი

სასტუმრო ილიანი ულამაზესი ბაღით და ორი ღია ტერასით მდებარეობს თბილისის ცენტრში, ვერაზე, ფიქრისგორაზე. 

200 მეტრში ვხვდებით რუსთაველის გამზირზე, სადაც კონცენტრირებულია დედაქალაქის საქმიანი და კულტურული ცხოვრება, მდებარეობს თბილისის საკონცერტო დარბაზი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები და პარკები.

5 წუთის სავალზეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, ვერი ბაღი და ბევრი სხვა. 

სასტუმროში 24 ნომერია ინდივიდუალური აივნებით, შესანიშნავი ხედებით ქალაქზე და ეზოზე, რომელიც ქმნის სივრცის, სინათლისა და ჰაერის სრულ შეგრძნებას.

განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის შიდა ეზოები, მწვანე ტერასები, შესანიშნავი ადგილები, როგორც  დასვენებისათვის, ასევე განმარტოებული მუშაობისათვის.    

სტუმრების განკარგულებაშია საკონფერენციო დარბაზი 25-35 ადამიანზე, კონფერენციის ჩასატარებლად ყველა საჭირო აღჭურვილობით.  

რესტორანი გთავაზობთ ევროპულ და ქართულ სამზარეულოს.

სტუმრებისთვის რესოტრანში ყოველ დილით მზადდება კონტინენტალური საუზმე, რომელიც სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიირთვან ბაღში ან ტერასაზე. 

სასტუმრო ილიანი გთავაზობთ აეროპორტის ტრანსფერს, ტრანსპორტის და საექსკურსიო მომსახურებას.