დუპლექსი ლუქსი

          სასტუმრო ილიანის ორსართულიანი აპარტამენტი მდებარეობს მეხუთე სართულზე, რაც  საშუალებას გაძლევთ იქონიოთ სრული თავისუფლება სასტუმროს სხვა სტუმრებისგან. მასში ყველაფერია რასაც კი თქვენ ისურვებდით.

           დუპლექს ლუქსი შედგება: ორი საძინებლისგან, პერსონალური სააბაზანო ოთახებით და დიდი მისაღები ოთახისგან, რომლის ინტერიერსაც ალამაზებს ორ სართულს შორის დამაკავშირებელი ხის მოჩუქურთმებული შიდა კიბე. 

           პირველი საძინებელი, რომელიც მდებარეობს დუპლექს ლუქსის პირველ სართულზე აღჭურვილია ორი ერთადგილიანი საწოლით, კონდიციონერით და აივნით, რომელიც გადაჰყურებს ბაღს.
           მეორე საძინებელი ინდივიდუალური სააბაზანო ოთახით, ფართო, კომფორტული ორადგილიანი საწოლით, მდებარეობს დუპლექს ლუქსის მეორე სართულზე.

            მისაღებ ოთახს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს ქვით მოპირკეთებილი ძველებური ბუხარი.

          დუპლექს ლუქსი აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით, უფასო Wi-Fi ინტერნეტით,  სამი პლაზმური ტელევიზორით და მინი-ბარით,  ჩაის და ყავის სერვისები სურვილისდა მიხედვით.

          ამ სართულზე მდებარეობს გახსნილი ტერასა, რომელზედაც შეიძლება მოეწყოს საქმიანი შეხვედრები, აგრეთვე მეგობრული საღამოები. ამ ტერასიდან, როგორც ხელის გულზე მოჩანს თბილისის ულამაზესი ხედი და სასტუმრო ილიანის კოხტა ბაღი.