ოთახების კატეგორიები

სასტუმროში 24 ნომერია.

ნომრების კატეგორიებია: სტანდარტული ერთ და ორადგილიანი, ლუქსი, დუპლექს ლუქს აპარტამენტი, საოჯახო ნომერი.

ნომრები გამოირჩევა კარგი დაგეგმარებით, დიდი, მაღალჭერიანი და ნათელი ოთახებით, კომფორტული საწოლებით და მოსახერხებელი სამუშაო მაგიდებით.

ნომრებს აქვთ ინდივიდუალური აივნები. შესანიშნავი ხედი, რომელიც იშლება ფანჯრებიდან - ქმნის სივრცის, სინათლისა და ჰაერის სრულ შეგრძნებას.

ნომრები აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით, პლაზმური ტელევიზორებით და უფასო Wi-Fi ინტერნეტით.  

სააბაზანო ოთახები თბება და გააჩნია ყველა საჭირო მოწყობილობა.

ყველა ოთახში არის მინიბარი, ჩაისა და ყავის სერვისები.