ორ-ერთადგილიანი

      ნომრები გამოირჩევა კარგი დაგეგმარებით, დიდი, მაღალჭერიანი და ნათელი ოთახებით, კომფორტული 2 ერთადგილიანი საწოლებით, სამუშაო მაგიდებით.
      ნომრებს აქვთ ინდივიდუალური აივნები. შესანიშნავი ხედი, რომელიც იშლება ფანჯრებიდან - ქმნის სივრცის, სინათლისა და ჰაერის სრულ შეგრძნებას. 
      ნომრები აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით, პლაზმური ტელევიზორებით და უფასო Wi-Fi ინტერნეტით.  
      სააბაზანო ოთახები თბება და გააჩნია ყველა საჭირო მოწყობილობა. გათვალისწინებულია სამრეცხაოსა და ქიმწმენდის მომსახურება. 
      ყველა ოთახში არის მინიბარი, ჩაისა და ყავის სერვისები სურვილისდა მიხედვით.