ორსართულიანი სამოთახიანი აპარტამენტი შედგება: სტუდიოს ტიპის მისაღებით, რომლის ინტერიერსაც ალამაზებს ორ სართულს შორის დამაკავშირებელი ხის მოჩუქურთმებული შიდა კიბე, ორი საძინებლით და ორი სააბაზანო ოთახით, რომელიც თბება.
მისაღები შედგება ორი ზონისგან: სასადილო ზონა თავის სამზარეულოთი და დასვენების ზონა.
სასადილო ზონაში განთავსებულია ჭურჭლით აღჭურვილი სამზარეულო და სასადილო მაგიდა სკამებით.
მისაღებ ოთახს კი განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს მოხერხებული დივანი, პლაზმური ტელევიზორი და ქვით მოპირკეთებული ძველებური ბუხარი.
პირველი საძინებელი, რომელიც მდებარეობს ორსართულიანი აპარტამენტის პირველ სართულზე აღჭურვილია ორი ერთადგილიანი საწოლით, კონდიციონერით და აივნით, რომელიც გადაჰყურებს ბაღს.
მეორე საძინებელი ინდივიდუალური სააბაზანო ოთახით, ფართო, კომფორტული ორადგილიანი საწოლით, მდებარეობს ორსართულიანი აპარტამენტის მეორე სართულზე. ამ საძინებელსაც აქვს აივანი, რომლიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი.
აპარტამენტი აღჭურვილია გათბობის და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით და უფასო Wi-Fi ინტერნეტით.
ამ სართულზე მდებარეობს გახსნილი ტერასა, რომელზედაც შეიძლება მოეწყოს საქმიანი შეხვედრები, აგრეთვე მეგობრული საღამოები. ამ ტერასიდან მოჩანს თბილისის ულამაზესი ხედი და სასტუმრო ილიანის კოხტა ბაღი.